გუგული მაღრაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო, მისი დის შვილია

დეპუტატი გუგული მაღრაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, "ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო, მისი დის შვილია.

„მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ ყალბ ინფორმაციას ჩემ შესახებ, რომ "ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო, გუგული მაღრაძის დისშვილია“. გაცნობებთ, რომ ეს გახლავთ დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რადგან მე საერთოდ არ მყავს და, დის შვილი ან ძმის შვილი. მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ“, - აცხადებს გუგული მაღრაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო