მაია მწარიაშვილი - გამოძიების სტანდარტი დავარდა მთლიანად ჩანაწერებამდე, ჩვენ პროკურატურისგან არ ველოდებით ნახევარფაბრიკატების გამოქვეყნებას

არ შეიძლება გამოძიება დავიყვანოთ ჩანაწერებამდე, გამოძიების სტანდარტი დავარდა მთლიანად ჩანაწერებამდე და ამიტომ ამ ქვეყანაში ყველა ითხოვს ჩანაწერს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროცესები გასცდა სერიოზულობას და დღეს მთავარი საგამოძიებო ორგანი „რუსავი2“-თან ოპონირების რეჟიმშია, რაც დაუშვებელია.

„პროკურატურის მოტივაცია იყო, რადგან „რუსთავი 2“-მა ჩანაწერები გამოაქვეყნა, აი ჩვენც გამოვაქვეყნეთო. პროკურატურა ხომ არ შეიძლება „რუსთავი2“-ის ოპონირების რეჟიმში იყოს?! ეს გამოძიების ორგანია და ჩვენ პროკურატურისგან არ ველოდებით ნახევარფაბრიკატების გამოქვეყნებას. ეს ნახევარფაბრიკატები ყოველთვის ემსახურება საზოგადოებრივი აზრის გარკვეული მიმართულებით წაყვანას. ასეა დღეს ჩვენი გამოძიება, კომენტარის გარეშე გვაჩვენებენ ჩანაწერს და აი, თქვენ თვითონ იმკითხავეთ, იჭორავეთ, ივარაუდეთ, თუ რა იყოო. არ შეიძლება გამოძიება დავიყვანოთ ჩანაწერებამდე, გამოძიების სტანდარტი დავარდა მთლიანად ჩანაწერებამდე და ამიტომ ამ ქვეყანაში ყველა ითხოვს ჩანაწერს. თუ ჩანაწერი გაქვს, მერე იწყება მკითხაობა, ეს შესრულებული იყო, დადგმული იყო თუ ა.შ. ეს პროცესები ძალიან გასცდა სერიოზულობას“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მაია მწარიაშვილი - გამოძიების სტანდარტი დავარდა მთლიანად ჩანაწერებამდე, ჩვენ პროკურატურისგან არ ველოდებით ნახევარფაბრიკატების გამოქვეყნებას

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო