ირაკლი კობახიძე - ოქუაშვილმა  მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ბიუჯეტის ვალი არ დაებრუნებინა

ზაზა ოქუაშვილი მადლობას უხდიდა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ მან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელშეწყობით სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე დაიბრუნა საკუთარი ბიზნესი, დაიბრუნა საკუთარი ტელევიზია. ეს ყველაფერი სწორედ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის საფუძველზე მოხდა. მას არაერთხელ საჯაროდ აქვს ეს აღნიშნული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესგარემოა, ხოლო ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების მიზანი არსებული დავალიანების გადახდისგან თავის არდიებაა, რისთვისაც ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეკავშირეობს.

კობახიძის თქმით, ამ ადამიანმა დააგროვა ვალი ბიუჯეტის წინაშე, ხალხის წინაშე 50 მილიონის ოდენობით და იმისათვის, რომ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტისათვის არ გადაეხადა და არ დაებრუნებინა ხალხის კუთვნილი ფული, მან მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კუთვნილი ტელევიზია და ამ გზით სცადა ვალისგან თავის დაძვრენა.

„თუმცა ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და რეალურად ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, რადგან სათანადოდ და სრულად უზრუნველყოფილი თავისუფალი ბიზნეს-გარემოა ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყველა ბიზნესმენმა გადაიხადოს ის გადასახადი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენება ვალისგან თავის დასაძვრენად - ამას სჭირდება სათანადო პასუხი და მოჰყვა კიდეც რექცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო