საქართველოს ნაკრებმა ლატვია ანგარიშით 0:3 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია ანგარიშით 0:3 დაამარცხა. ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ტურის შედეგად 12 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილი გარანტირებული აქვს, რის შედეგადაც "უეფას" ერთა თასის ნახევარფინალში იასპარეზებს. მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე ჯაბა კანკავამ გახსნა. 29-ე წუთზე ვაკო გვილიამ საქართველოს ნაკრები 2-ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. 61-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ საბოლოო ანგარიში დაააფიქსირა.

შემდეგ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს სტუმრად ანდორას შეხვდება, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა