„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს, 17 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: შალაურის, კურდღელაურის, ვარდისუბნის, ყარაჯალას, რუისპირისა და იყალთოს აბონენტებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა