Politico - დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„ჰიზერ ნაუერტი სახელმწიფო მდივან პომპეოსთან დაახლოებული პირი გახდა. თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია დაიცვას ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა“, - წერს გამოცემა.

თვითონ ჰიზერ ნაუერტმა უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა თავის შესაძლო დანიშვნაზე აღნიშნულ თანამდებობაზე. კომენტარი ასევე არ გააკეთეს თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი ამ წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით