კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საფეხბურთო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას თბილისში, სიონის ქუჩაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

მათი ინფორმაციით, კახა კალაძემ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა.

„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ასევე, მინდა მივულოცო ქართველ გულშემატკივარს და ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძესთან ერთად, პირდაპირ ტრანსლაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი, სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე, დედაქალაქის მერიამ უზრუნველყო და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს