მამაკაცი, რომელმაც კიოლნის რკინიგზის სადგურზე, ერთ-ერთ აფთიაქში მძევალი აიყვანა, სირიელი ლტოლვილი აღმოჩნდა

მამაკაცი, რომელმაც 15 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ კიოლნის რკინიგზის სადგურზე, ერთ-ერთ აფთიაქში მძევალი აიყვანა და სწრაფი კვების რესტორანში ხანძრის გაჩენა სცადა, სირიელი ლტოლვილი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია „დოიჩე ველეს“ გერმანიის პოლიციამ დაუდასტურა.

55 წლის სირიელის პასპორტი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა. სპეცოპერაციის დროს ის დაიჭრა და ახლა კომაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი გერმანიაში 2015 წლიდან ცხოვრობს. მან გერმანიაში თავშესაფარი მიიღო და უფლება აქვს ქვეყანაში სულ მცირე 2021 წლამდე დარჩეს.

ის პოლიციისთვის რამდენიმე სამართალდარღვევისთვის, კერძოდ კი, მარიხუანას ფლობის, მაღაზიების გაქურდვის და ბინებში შეღწევის გამო იყო ცნობილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს