მოძალადე ქმარს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარისათვის ბრალდებულ ლ.გ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება, ბრალდებულის მიერ მეუღლეზე და მის მეგობარზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე, ძალადობის და ცემის ფაქტს, რა დროსაც ქალმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ყოფილი ქმრის მიერ მიყენებული ძალადობრივი ქმედებებით მას ფიზიკური და მორალური ზიანი მიადგა. (5 ეპიზოდი)

„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის მხრიდან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დანაშაულის ჩადენა. (სამი ეპიზოდი) ბრალად წარდგენილ ორ ეპიზოდში ლ.გ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბრალდებულს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა