სულხან სალაძე - სერიოზული პრობლემაა, რომ სუბელიანს და ჯაფარიძეს, ორ მთავარ მოწმეს საშუალება ჰქონდა 14 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვედროდა და გარკვეული საკითხები დაელაგებინა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე „სერიოზულ პრობლემად“ მიიჩნევს იმას, რომ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან, მირზა სუბელიანთან ციხეში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ბოლო შესვლა 14 ოქტომბერს ფიქსირდება.

მისივე განმარტებით, ეს პრობლემას წამოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ „ორ სხვადახვა მოწმეს საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა ერთმანეთს და დაელაგებინა გარკვეული ტიპის საკითხები“.

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რატომ არ გამოაქვეყნა პროკურატურამ სუბელიანისა და ჯაფარიძის ჩანაწერები 16 ოქტომბრამდე, თუკი ფარული მასალების შესახებ მათთვის ცნობილი 12 ოქტომბერს გახდა და გამოძიებაც ამ დღეს დაიწყო.

„სერიოზული პრობლემა არის ის, რომ 14 ოქტომბერს გაცემულია თანხმობა ვიქტორ ჯაფარიძის სახელზე შესულიყო საპატიმრო დაწესებულებაში და ბატონი სუბელიანი მოენახულებინა. თავისთავად, პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს თანხმობა კვირა დღეს არის გაცემული და კვირა დღეს შედის ბატონ სუბელიანთან. თეორიულად, შეიძლება კვირა დღესაც იყოს თანხმობა გაცემული, თუმცა პრობლემა არის ის, რომ უკვე პროკურატურისთვის ცნობილი იყო და დიდი ალბათობით, პარლამენტის თავჯმდომარისთვისაც, რომ ამ ჩანაწერში ფიგურირებდა ბატონი ჯაფარიძეს. ბატონი ჯაფარიძე და ბატონი სუბელიანი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეები არიან იმ საქმეზე, რაზეც წესით გამოძიება უნდა იყოს ჩატარებული და რეალურად, ორ სხვადახვა მოწმეს საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა ერთმანეთს და დაელაგებინა გარკვეული ტიპის საკითხები, რომელიც შემდგომში შესაძლოა, გამოძიებისათვის ყველაზე სასურველი ვერსია იყოს,” - განაცხადა სალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს