ვახუშტი მენაბდე - თუ პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი საკითხები  მთავრობის პირველივე სხდომაზე არ იქნება გატანილი,  ეს პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველია

თუკი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და მას მთავრობის პირველივე სხდომაზე არ მოიწვევს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და პრემიერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

“კონსტიტუციაში არ არსებობს უფლებამოსილება ვალდებულების გარეშე. როცა კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ვალდებულია პრეზიდენტის ეს მოთხოვნა გაითვალისწინოს. მთავრობის სხდომის დღის წესრიგს პრემიერ-მინისტრი ადგენს და პრემიერი იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი საკითხი მთავრობის პირველივე სხდომაზე უნდა გაიტანოს. თუ პრემიერ-მინისტრი ამას არ გააკეთებს ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და არის იმპიჩმენტის საფუძველი. როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ ვიღაც უფლებამოსილია რაღაც მოითხოვოს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ არსებობს შემხვედრი ვალდებულება. როცა კონსტიტუციას სურს, რომ შემხვედრი ვალდებულება არ არსებობდეს, მაშინ იქნება ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია რაღაც მოითხოვოს, ხოლო პრემიერ-მინისტრს შეუძლია ეს მოთხოვნა უარყოს. რაკი ეს არ წერია, იგულისხმება, რომ ვალდებულია“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტში წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.

კონსტიტუციის ანალოგიურად “მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებში წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია დაესწროს მთავრობის სხდომას, თუ მოითხოვა ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა. აღნიშნული საკითხის განხილვას აგრეთვე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომ მოიწვიოს მთავრობის სხდომა, რომელსაც თავად გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. მამუკა ბახტაძემ, ერთი მხრივ, განაცხადა, რომ მზად არის სასაუბროდ, თუმცა მეორე მხრივ, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განმარტა, რომ „ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და მთავრობის ადმინისტრაცია გაავრცელებს განცხადებას“.

პრეზიდენტმა საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა და მთავრობას, ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხებზე მთავრობის სხდომის მოწვევის წინადადებით მიმართა. მარგველაშვილმა შესაბამისი განცხადება გუშინ გააკეთა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს