ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ვეტერანის დღე აღნიშნა

დღეს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. გმირთა მოედანზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, უწყების თანამშრომლებმა, „საქართველოს გენერალთა კლუბის“ წევრებმა და ვეტერანებმა სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და იქ შეკრებილ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

„ჩვენ უკვე მეოთხედ აღვნიშნავთ ვეტერანის დღეს. მინდა, პირადად ჩემი სახელით, მთავრობისა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის სახელით ყველა ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე. კვლავაც მრავალჯერ მიგველოცოს ერთმანეთისთვის ეს ღირსშესანიშნავი თარიღი“, - განცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ.

ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო