ცაბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა ყირიმელაშვილის თქმით, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

მისივე ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ. მ. ფართი.

„ადგილზე მუშაობს 7 ერთეული სამაშველო ჯგუფი. დაშავებული არავინ არ არის. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა მამუკა ყირიმელაშვილმა.

ხანძრის შედეგად 4 ოჯახი დაზარალდა.

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის თქმით, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სახლის დაზარალებულ მცხოვრებლებს დახმარებას გაუწევენ. მისივე განცხადებით, დაახლოებით 2-3 დღეში გადაწყდება, დაზარალებულებთან დაკავშირებით კონკრეტულად, რისი გაკეთება გახდება საჭირო.

„ახლა შედგება საინიციატივო ჯგუფი დაზარალებულებისგან, რომლებსაც წავიყვანთ გამგეობაში. თუ წასასვლელი არ აქვთ, ჩვენ დავაბინავებთ“, - აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა