ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე  ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი ბრალს არ აღიარებს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა განაცხადა, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აუდიოჩანაწერია, რომლის ავთენტურობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე ბრალის წაყენება შიუკაშვილისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე პროკურატურას არც კი დაუკითხავს.

„ამ საქმეზე არ ყოფილა დაკითხული აქამდე რევაზ შიუკაშვილი და რა თქმა უნდა, გაუკვირდა ამ საქმის ფარგლებში ბრალი რომ წარუდგინეს. გუშინ გადმოგვეცა საქმის მასალები. საკმაოდ მოცულობითია და დეტალურად არ ვარ გაცნობილი ბოლომდე. ძირითადი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, თუმცა მისი ავთენტურობა დგას ეჭვქვეშ. ზოგადად დანაშაულის მომზადებისთვის საჭიროა გარკვეული ქმედებების განხორციელება, რომელიც საქმის მასალების გაცნობიდან ჯერჯერობით ვერ დავინახეთ", - განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა.

რაც შეეხება ფარული ჩანაწერების შინაარსს, ადვოკატის თქმით, ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც ჩანაწერებს დეტალურად გაეცნობა.

„დეტალების გაცნობის შემდეგ ვისაუბრებ ამ ჩანაწერებზე. რამდენიმე ჩანაწერია და საუბარი მიმდინარეობს კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს შორის. არაფერი არ იკვეთება ამ ჩანაწერებით. როგორც ჩანს, ჩანაწერები გაკეთებულია ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე. ამ ჩანაწერებზე ფონოსკოპიური ექპერტიზა ჩატარდა 2016 წელს და თუ პროკურატურას ჰქონდა იმის მტკიცებულება, რომ ჩადენილი იყო დანაშაული, რატომ მოხდა დღეს ამ ბრალდების წარდგენა და არა მაშინ როცა, ექპერტიზამ ამ ჩანაწერების ავთენტურობა ცნო", - აღნიშნა ადვოკატმა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული.

სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა