პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე  ბრალდებული მერებაშვილის ადვოკატი -  ბრალდება აბსურდულია

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილის ადვოკატი, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა კახა ხვისტანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება სუსტადაა ნაწარმოები და ბრალდებამ საქმე სასამართლოში მტკიცებულებების არარსებობის პირობებში წარმართა. მისივე თქმით, გიორგი მერებაშვილს გამოძიება პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასაც ედავება.

„ბუნებრივია ბრალდება არის აბსურდული. ისეთი რეზონანსული მკვლელობის მომზადება, როგორიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაა, ასე სუსტად, ასე უსუსურად არის გამოძიებული. მტკიცებულებების არქონის შემთხვევაში ადამიანისთვის ბრალის წარდგენა და სასამართლოში წარმართვა ყველანაირ სამართლებრივ ნორმას სცილდება. არც ერთი პირის პირდაპირი ჩვენება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგი მერებაშვილს ამხელს დანაშაულში, პროკურატურის მიერ გადმოცემულ საქმის მასალებში არ მოიპოვება", - განაცხადა კახა ხვისტანმა.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა