დავით ბაქრაძე გორში მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად ჩავიდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, გორში მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად ჩავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, გორში მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ - სოციალურ ფონს, უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებას და უმუშევრობას უჩივის. მათივე ინფორმაციით, პრობლემების განხილვის და მათი გადაჭრის გზების მოძებნის გარდა, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, „აუცილებელია ქვეყანაში შევცვალოთ არსებული ჭაობი და ყოველგვარი დაპირისპირების და შურისძიების გარეშე ავაშენოთ უკეთესი ხვალინდელი დღე“.

„ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი ქვეყანაში. ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ რაიმეთი ეხმარებოდეს ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ მუშაობდეს პრობლემების მოგვარებაზე და უკეთეს ცხოვრებაზე, ერთადერთი რასაც აკეთებს, ადამიანებს აშინებს არასტაბილური მომავლით, აშინებს იმით, რომ ცვლილებების შემთხვევაში ქვეყანაში იქნება უარესობა. ეს არის ტყუილი. არ უნდა მოვატყუებინოთ ხელისუფლებას თავი და უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ, აუცილებლად ამ არჩევნებზე შევცვლით ქვეყანაში არსებულ ჭაობს და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი დაპირისპირების, ყოველგვარი შურისძიების და წარსულში დაბრუნების გარეშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო