ზურაბ ჯაფარიძე - პროკურატურის მიერ გუშინ  გასაჯაროებული აუდიოჩანაწერი „რუსთავი 2”-ის მიერ რეალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ არის გაკეთებული

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანისა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურამ გუშინ გაასაჯაროვა, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მიერ რეალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ არის გაკეთებული.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ეს ძალიან სასაცილო დადგმაა”.

„გასაგებია, რომ მეორე ჩანაწერი, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, არის შემდეგ გაკეთებული. ადამიანები, რომლებიც ამ ჩანაწერში ფიგურირებენ, ჩვეულებრივად, ტექსტებს კითხულობენ. მგონი ისედაც არავინ არ დაიჯერებს, რომ რამდენიმე თვით ადრე სუბელიანმა გააფრთხილა ჯაფარიძე, რომ ის მოყვება ტყუილებს და შემდეგ ჯაფარიძე მასთან შევიდა და მან მოყვა ტყუილები. ეს ხომ ზღაპარია. პროკურატურა ცდილობს, მიჩქმალოს საქმე, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულად სუბელიანთან, რომელიც წინა ჩანაწერში სავარაუდოდ, გულწრფელად საუბრობს იმაზე, რომ მას სხვადასხვა დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის ადამიანის წამება და სხვა რაღაცები“, - აღნიშნა მან.

ამასთან, „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში არ არსებობს საგამოძიებო უწყება, რომელიც აღნიშნულ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.

„მე არ მჯერა, რომ დღეს საქართველოში არსებობს რომელიმე სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს. ეს არის სამწუხარო რეალობა. პროკურატურა ამ ქვეყანაში მთლიანად დასაშლელია, ხალხი იქიდან გასაშვებია და თავიდან ასაწყობი, თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში გამოძიებას რამე შინაარსი ჰქონდეს”,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა