სალომე ზურაბიშვილს ბოლო 5 დღეში, სოლიდური თანხები კიდევ რამდენიმე ათეულმა ფიზიკურმა პირმა შესწირა, რომელთა შორის ფოთის დეპუტატი და ბიზნესმენები არიან

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ბოლო 5 დღეში, სოლიდური შემოწირულება კიდევ რამდენიმე ათეულმა ფიზიკურმა პირმა განახორციელა.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციიდან ირკვევა, შემომწირველებს შორის არის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ასევე რამდენიმე ბიზნესმენი, მათ შორის კომპანია „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი, კომპანია „კახელების“ 100%-იანი წილის მფლობელი, ჭიჭიკო გოლეთიანი და „ჯორჯიან მობაილ იმპორტის“ მეწილე ბონდო გოლეთიანები.

უფრო კონკრეტულად, ირაკლი ხახუბიას სალომე ზურაბიშვილისთვის 60 000 ლარი აქვს გადარიცხული, ზურაბ ბუბუტეიშვილს - 50 000 ლარი, ჭიჭიკო გოლეთიანს 35 000 ლარი, ბონდო გოლეთიანს კი - 25 000 ლარი.

10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს ასევე, გოჩა კურდღელიამ - 40 000 ლარი, არტურ არაბიანმა - 25 000 ლარი, პაატა კოკაიამ - 55 000 ლარი, მერაბ ქუჩუკაშვილი - 15 000 ლარი, თამარ გელოვანი - 25 000 ლარი, გია ადამია - 15 000 ლარი, ლექსო გოლეთიანი - 7 994 ლარი, შალვა ერისთავი - 60 000 ლარი, ზაზა ჩარკვიანი - 20 000 ლარი, დავით დუგლაძე - 10 000 ლარი, რომან აბრამიშვილი - 60 000 ლარი, გიორგი აბრამიშვილი - 60 000 ლარი, გიორგი ნატროშვილი - 24 000 ლარი, ზურაბ სვანიძე - 5 000 ლარი, გიორგი ჩაკვეტაძე - 45 000 ლარი, გიორგი მახათაძე - 55 000 ლარი, გიორგი მარტინენკო - 25 000 ლარი, ბესიკ ჯობავა - 25 000 ლარი, გიორგი ჩიტაშვილი - 5 000 ლარი, დავით მუკბანიანი - 10 000 ლარი, გიორგი ტატუაშვილი - 7 000 ლარი, ზაზა ცისკარიძე - 15 000 ლარი, ნათია ხვისტანი - 50 000 ლარი, თამარ გამგონეიშვილი - 5 000 ლარი, ლევან იორაშვილი - 7 000 ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა