ნინო ჯავახაძემ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიციის ატაშეებთან საპოლიციო თანამშრომლობის და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება. მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნინო ჯავახაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა სტუმრებს საზღვრის კონტროლის, რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებმა და საელჩოების წარმომადგენლებმა კი სამინისტროს თანამშრომლებს ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ეფექტიანი უვიზო მიმოსვლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა