სალომე ზურაბიშვილი - ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს გავაცანი პრეზიდენტის ხედვა სხვადასხვა საკითხებზე და პრიორიტეტები

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე წარადგინა საარჩევნო პროგრამა.

„ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო საშუალება, რომ წარმედგინა ჩემი პროგრამა. მე არ მიყვარს სიტყვის გამოყენება "პრეზიდენტისთვის პროგრამა", რადგანაც ეს უფრო სამთავრობო სიტყვაა. გავაცანი პრეზიდენტის ხედვა სხვადასხვა საკითხებზე, პრიორიტეტები, რომელიც თქვენ, ყველამ კარგად იცით, იმიტომ რომ ყველა ჩემს გამოსვლაში, იმედი მაქვს მისმენთ. ეს იყო იმ გამოსვლების შემაჯამებელი, რაც ჩავატარე რეგიონებში და რაც თითქმის დასრულდა",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.