პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შვედ დიპლომატს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული საუკუნოვანი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 100 წელი საფუძველი გახდება ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისა.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების გზაზე შვედეთის მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებაზე სხვადასხვა მიმართულებით. აგრეთვე, აღინიშნა საქართველო-შვედეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ეკონომიკურ, თავდაცვის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.

განსაკუთრებულად გაესვა ხაზი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) როლს ინკლუზიური განვითარების მიმართულებით.

პრემიერმა შვედეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა შვედეთის პოზიტიურ წვლილს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

აღინიშნა შვედეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.

თავის მხრივ, შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში მზაობა გამოთქვა ხელი შეუწყოს ქართულ-შვედური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მისი თქმით, შვედეთის მხარე მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

ულრიკ თიდესტრომმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის რეფორმები და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები საქართველოსა და შვედეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საფუძველი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროგრამების ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლიენი ესწრებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო