მესტიაში „სვანეთი ჰიდროს“ მიერ განახლებული სააქტო დარბაზი გაიხსნა

კომპანია „სვანეთი ჰიდრომ“, რომელიც მესტიაჭალაჰესს აშენებს, მესტიის პირველ საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზი თანამედროვე სივრცედ მოაწყო და საზეიმოდ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, ახალი სააქტო დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მესტიის ყველა სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.

„განახლებულ სააქტო დარბაზს სკოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაძლებლობა მოგვეცა სწავლების პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ”, - განაცხადა მესტიის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა რატიანმა.

„სვანეთი ჰიდრო“ მესტიაში მოზარდი თაობის და განათლების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის განცხადებით მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და სოციალური პროექტები მათ საჭიროებებზეა მორგებული.

“სააქტო დარბაზის კეთილმოწყობით ჩვენ შევეცადეთ მესტიის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის შეგვექმნა სივრცე, სადაც შეძლებენ სხვადასხვა შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამოების გამართვას, რაც მომავალში მათი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა”, - განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.

„აღსანიშნავია, რომ დღემდე კომპანია სვანეთი ჰიდრომ მესტიის მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარზე მეტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

კომპანია სვანეთი ჰიდრო დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა