„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური წლიური შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომას ესწრებოდნენ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის (EXCOM, პარიზი) წევრი და საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანა ქავთარაძე. 250-მდე საერთაშორისო აღიარების მქონე ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტი.

„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სავაჭრო დაფინანსების ახალი მიმართულებების განხილვა, იმ რეგულაციებზე დისკუსიის გამართვა, რაც გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო პროცესებზე. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გლობალური გამოწვევების განხილვისას ყურადღება გამახვილდა ელექტრონულ გადახდებზე, სავაჭრო დაფინანსების დიჯიტალიზაციაზე, ფინანსური დანაშაულის რისკსა და სამომავლო პოლიტიკაზე“, - განმარტავენ „საქართველოს ბანკში“.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ICC საქართველოსთან ერთად ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური შეხვედრას, ICC-ს წევრებსა და ეროვნულ კომიტეტებს, მის მონაწილეებს. მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიება წელს პირველად იმართება რეგიონში, კონკრეტულად კი თბილისში. კომისიის სხდომა გვაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, ღია ფორუმის რეჟიმში თავი მოვუყაროთ რეგიონულ ექსპერტებს, რათა ერთობლივად განვიხილოთ ვაჭრობის ფინანსირების დარგში არსებული და მოსალოდნელი ძირითადი სიახლეები, წესები, კანონები, რეგულაციები და გავრცელებული პრაქტიკა. გაზიარებული სიახლეები და ცოდნა, თავისთავად ხელს შეუწყობს და დადებითად აისახება ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებზე, კომისიის წევრ ქვეყნებს შორის მზარდი ვაჭრობის დინამიკის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით წიკლაურმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომას 65 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ბანკირები, ბიზნესმენები, ფინანსისტები, იურისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს