საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია კონკურსს აცხადებს

საქართველოს მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და მათი გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს აცხადებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კომიტეტის წევრი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და კომიტეტის დარგის აღიარებული ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღნიშნული პროგრამის სამომავლო გეგმებზე, ასევე განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და საკონკურსო თემები დაამტკიცეს.

გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მოქალაქეთა ჩართულობა - ეს ის თემებია, რომლებიც 2017-2018 საკონკურსო წლისთვის შეირჩა.

კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის დეკემბრამდე გამოვლინდება.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კონკურსის შედეგად საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა (გამოწვევა, გადაჭრის გზა, განხორციელების ეტაპები და შედეგი) ხილვადი და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული საზოგადოებისთვის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო