ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ლევან ქარდავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ლევან ქარდავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

ამის შესახებ სასამართლო პროცესზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.

ბრალდებული დღევანდელ სხდომას, რომელიც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ტარდება, არ ესწრება. ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ქარდავა სხდომას გამოძიებისადმი უნდობლობის გამო არ ესწრება.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო ბრალდებულ გიორგი მერებაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრაზე მსჯელობს. სახელმწიფო ბრალდება მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორები შუამდგომლობას, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხეებით ასაბუთებს.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს