აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვეტერანებს „ვეტერანის დღეს" ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვეტერანებს „ვეტერანის დღეს" ულოცავს და ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე ქედს იხრის.

„ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ „ვეტერანის დღეს“. დიდია ვეტერანთა ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი გმირობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვა სტიმული და მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.

სახელმწიფოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ სამშობლოსთვის თავდადებული და პატრიოტი ადამიანების შემართებაზე დგას. არ უწერია გადაშენება იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი თავდადებული მეციხოვნეები იცავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მადლობას გიხდით თქვენ ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, სულის მხნეობას და ფიზიკურ სიჯანსაღეს გისურვებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში.

აქვე, უდიდესი გულისტკივილით გვსურს მოვიხსენიოთ ათასობით დაღუპული გმირის სახელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს, ქედს ვიხრით მათი ვაჟკაცობისა და ხსოვნის წინაშე,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა