მამუკა მდინარაძე პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის  შესახებ - ყველამ ზუსტად იცის, რით იყვნენ დაკავებული „ნაცმოძრაობის“ წევრები,  ეს არის მათი მორიგი დანაშაულებრივი სქემა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის შესახებ პროკურატურის განცხადება არ გაკვირვებია, რადგან მისი თქმით, „ყველამ ზუსტად იცის, თუ რას უკვეთავდნენ და რით იყვნენ დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები“. ასე გამოეხმაურა მდინარაძე პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

„ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი გახსნილი საქმე შეაფასოს მორიგ პიარ-სვლად, მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამისი სტანდრატისათვის შესაბამისი და აუცილებელი მტკიცებულებები შეგროვდა, ამის შემდეგ გამოიტანა პროკურატურამ გადაწყვეტილება და ამცნო საზოგადოებას. რომ გითხრათ, ამ ყველაფერმა გარკვეული გაკვირვება გამოიწვია ჩემში, ასე არ არის, რადგან ზუსტად ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რას უკვეთავდნენ, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები, რისი მკადრებლები იყვნენ და ეს არის მათი მორიგი დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გაიხსნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მოხდა 2016 წლიდან დღემდე ბრალდებულებზე ბრალის წარდგენა იმ ფონზე, როცა 2016 წელს ჩატარდა ჩანაწერების ექსპერტიზა, მდინარაძემ უპასუხა, რომ პროკურატურის განმარტებით, „საჭირო მტკიცებულებების შეგროვება დღემდე ხდებოდა“. „ალბათ არსებობს დამატებით მტკიცებულებები, რაც ბრალის დამძიმებისთვის იყო საჭირო“, - აღნიშნა დეპუტატმა

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, დგებუაძე ეუბნება დაცვის თანამშრომელს, რომ ეს საქმე, რომელიც სააკაშვილის დონეზეა გადაწყვეტილი, აუცილებლად განხორციელდება.

იხილეთ ვიდეო: მამუკა მდინარაძე პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე - ყველამ ზუსტად იცის, რით იყვნენ დაკავებული "ნაცმოძრაობის" წევრები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა