ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გახდა ცნობილი.

ბრალდებული გიორგი მერებაშვილი აცხადებს, რომ არ იცნობს არცერთ პირს, ვინც მის წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იჯდეს ციხეში.

"თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირები ჩემთვის უცნობია და საერთოდ არ ვიცნობ მათ. უკანონო არაფერი ჩამიდენია არასდროს. რაც შეეხება მიმალვას, რატომ უნდა მივიმალო? ვისაც ოპერატიულ საქმიანობასთან და ძებნილებთან ჰქონია შეხება, იცის, რომ მიმალვაში ყოფნა ძალიან დიდ მატერიალურ სახსრებს მოითხოვს. მე კი ასეთი სახსრები არ გამაჩნია", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავა-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს