კაჭრეთში ჟურნალისტებთან შეხვედრა შედგა

ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერო-ს განვითრების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო "ამბასადორი-კაჭრეთი" იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან ცენტრალური და რეგიონული მედიის ჟურნალისტების და პროდიუსერების შეხვედრას მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი იყო, ჟურნალისტებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, 2018 წლის 13-15 ნოემბერს დაგეგმილი „იურიდიული დახმარების სისტემების“ მე-3 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ და გაეცნოთ ის იურიდიულ ტერმონოლოგია, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ხშირად არასწორად იყენებენ.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის პირველ დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ მედიის წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობის სტატისტის ვიდეოგრაფიკული კლიპი და პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო ორგანიზაციის ისტორია, არსებული სტრუქტურა, იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობა და წევრების არჩევის პრინციპი; გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, წარმატებული საქმეების სტატისტიკა და ესაუბრა სამსახურის სამომავლო გამოწვევების შესახებ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი შონიამ ჟურნალისტებს სამსახურის სერვისები, მანდატი და გეოგრაფიული დაფარვა გააცნო. მედიის ინტერესს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის ხარისხის შეფასების სისტემა, რომლის პილოტური პროგრამის განხორციელებასაც იურიდიული დახმარების სამსახური მომავალში გეგმავს.

მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტებმა უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის ტენდენციებზე იმსჯელეს. ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესი მედიაში გამოყენებულ არასწორ იურიდიულ ტერმინოლოგიაზე მსხჯელობამ გამოიწვია.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის კურატორმა კახა წიქარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ 2018 წლის 13–15 ნოემბერს დაგეგმილი მე–3 საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა და სტუმრების ვინაობა გააცნო. დაიგეგმა კონფერენციის გაშუქება ცენტრალური და რეგიონული მედიის საშუალებით.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის ბოლო დროინდელ გაფართოებას, რომლის შედეგადაც საზოგადოებრივი ადვოკატები სასამართლოში იცავენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

„იურიდიული დახმარების სამსახური არის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი ორგანიზაცია. აღნიშნულმა კომისიამ შეიმუშავა 2018-2020 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომლის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდება.

ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია 2018 წლის 25 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე დაგეგმილი კამპანიის შესახებ, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნება. მედიის წარმომადგენლებმა გამოხატეს კამპანიაში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა, პერიოდულად გააშუქონ აქტივობები, რომელიც ამ პერიოდში გაიმართება. კამპანიის დაწყებამდე ჟურნალისტებს ელექტრონული სახით გადაეგზავნებათ იურიდიული დახამრების სამსახურის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები და ჩანიშნული ღონისძიებების კალენდარი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა