ირაკლი სესიაშვილი - ჩვენს ხელისუფლებას პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ ვალდებულება ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა ბინძურ ქმედებაზე პასუხი გაგვეცა

ჩვენს ხელისუფლებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ ერთგვარი ვალდებულება ჰქონდა, რომ პატარკაციშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა ბინძურ ქმედებაზე პასუხი გაგვეცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

სესიაშვილის შეფასებით, დასტურდება ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობას. მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი იმ ადამიანის შეწყალებას აპირებს, ვინც ამ ყველაფერს გეგმავდა.

„პროკურატურა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმაზე საუბრობს. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია ამ გეგმის მიხედვით მოხდა, თუმცა ეს შემდგომში შეიძლება გამოიკვეთოს. პროკურატურამ თქვა, რომ 2016 წელს, ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა ჩანაწერები, რომელიც საქმის დაწყების საფუძველი გახდა. ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ მოხდა საქმის გახსნა 2016-17 წლებში, გამოძიებას სჭირდება დრო იმისთვის, რომ ყველა სტანდარტის დაკმაყოფილებით წარდგეს სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო