ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

ქერჩში მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განუცხადა.

„სისხლის სამართლის საქმე კოლეჯში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით, ტერორისტული აქტი“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ ქერჩში პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს