მარიამ ჯაში ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსებისთვის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარის გათვალისწინებას ითხოვს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსებისთვის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარის გათვალისწინებას ითხოვს.

შესაბამისი განცხადება ჯაშმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს.

„განსაკუთრებით გთხოვთ, გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურის და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით. ჩვენ გვყავს არაერთი არაჩვეულებრივი მაგალითი ინკლუზიური თეატრის, განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აზდაკის ბაღის“ თეატრი, რომელიც თავისი შინაარსით და მეთოდოლოგიით არის აბსოლუტურად უნიკალური და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, თუ მუნიციპალურ დონეზე უნდა შეუწყოს ამ უნიკალურ დასს ხელი, რომ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა თეატრალური დასის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი პროფესიული დასის ხელშეწყობა მოხდეს. ესეც არის საკითხი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გადავიტანთ სამუშაო ფორმატში და გთხოვთ, გარკვეული რესურსების, სულ მცირე ნახევარი მილიონის გათვალისწინება მოხდეს ინკლუზიური თეატრის მიმართულებით ზოგადად, რომელიც მოიცავს თავის თავში აზდაკის თეატრის შესაძლო მხარდაჭერას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა