პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის პროკურორი - ცრუ ინფორმაციაა, რომ წინასაარჩევნოდ მოხდა ბრალის წაყენება

ცრუ ინფორმაციაა, რომ წინასაარჩევნოდ მოხდა ბრალის წაყენება, - ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით გუმბერიძის თქმით, პროკურატურის მიერ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება. დავით გუმბერიძე აღნიშნავს, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ ფაქტებზე და გარემოებებზე, თუ რა მძიმე დანაშაულს ამზადებდნენ ბრალდებულები, ვიდრე იმ პერიოდზე თუ როდის დაიწყო ბრალდების მხარემ ამ საქმეზე დევნა.

„გამოძიება დავიწყეთ 2016 წლის აგვისტოში. სწორედ ამის შემდეგ ტარდება ყველა ის აქტიური საგამოძიებო მოქმედება, რაც მოცემულ საქმეზე ჩატარდა და 2018 წლის ოქტომბერში დადგა ის მოცემულობა, რომ მომხდარიყო კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა. მოხდა ახალი მტკიცებულებების მოპოვება. მოვიპოვეთ 73 დისკი, რომელთა დათვალიერება მოხდა და ასევე ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩავატარეთ არაერთი საგამოძიებო მოქმედება სხვა ეპიზოდებთან მიმართებაში, თუმცა, საბოლოოდ დადგინდა, რომ ის მოქმედებები, რაც მითითებულია ბრალდებაში, ჩადენილია ამ სამი პირის მიერ.

ცრუ ინფორმაციაა, რომ წინასაარჩევნოდ მოხდა ბრალის წაყენება. არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება პროკურატურის მიერ ვინმეს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. უფრო მნიშვნელივანია ვისაუბროთ იმ ფაქტებზე და გარემოებებზე, რა მძიმე დანაშაულს ამზადებდნენ ეს ადამიანები, ვიდრე იმ პერიოდზე თუ როდის დაიწყო ბრალდების მხარემ ამ საქმეზე დევნა. საქმის მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვიძიებდით ამ სისხლის სამართლის საქმეს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

მისივე თქმით, მხოლოდ ჩანაწერი არაა ის მტკიცებულება, რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარემ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ამ კონკრეტული პირების მიმართ.

„ინა გუდავაძე დაზარალებულად ვცანით იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც 2016 წლის მდგომარეობით გვქონდა. პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად კონკრეტული მამხილებელი ჩვენებები იმ პერიოდში ჩვენ არ გვქონდა“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავას და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა