სოფიო კილაძე - 14 ოქტომბერს ვიქტორ ჯაფარიძის საპატიმროში შესვლით კანონი არ დარღვეულა - პირიქით, ადამიანის უფლებებისთვის სასარგებლო ნაბიჯი იყო

უცნაურია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საპატიმრო დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით - პირიქით, ადამიანის უფლებებისთვის სასარგებლო ნაბიჯია, როცა პატიმარი მასთან პარლამენტის კონკრეტული წევრის შესვლას ითხოვს და ის შედის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.

“14 ოქტომბერს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საპატიმრო დაწესებულებაში შესვლით კანონი არ დარღვეულა. პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის პატიმართან შესვლის შესაძლებლობა მიეცა. პირიქით, ადამიანის უფლებებისთვის სასარგებლო ნაბიჯია - როცა პატიმარი მასთან პარლამენტის კონკრეტული წევრის შესვლას, ამ შემთხვევაში ყველა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ პატიმარი მოინახულოს“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ბოლოს 14 ოქტომბერს - კვირა დღეს შევიდა, როცა “რუსთავი2“-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა. ამ დღეს არის გამოცემული პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრძანებაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე თანაპარტიელს ციხეში შესვლის ნებართვა ჯამში 5-ჯერ მისცა. ჯაფარიძე სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს შევიდა. ბრძანებები, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, On.ge-მ გაავრცელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა