ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 50 ადამიანი. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.

„ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 კი დაშავდა. მათი უმეტესობა მოზარდები არიან“, - განაცხადა მან.

ქერჩში მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე უწყებამ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა ვლადიმერ პუტინს.

იხილეთ ვიდეო: ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქება მოხდა: დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავდა 50

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა