საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, შიდა აუდიტის სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, შიდა აუდიტის სემინარი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ღონისძიებაში ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორებთან ერთად მონაწილეობდნენ 13 კომერციული ბანკისა და 10-ზე მეტი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

მათივე განმარტებით, სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოს საბანკო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების შიდა აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებას, შიდა აუდიტის როლის გაძლიერებას და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ორგანიზაციების შიდა აუდიტორთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ექსპერტი, აუდიტის პროფესიონალთა ევროპული ინსტიტუტის დირექტორი, რობერტ კორნელისი უძღვებოდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ცვლილებები შიდა აუდიტის სტანდარტებში, შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასების პრაქტიკული ასპექტები, შიდა აუდიტის როლი დაცვის სამხაზიან მოდელში და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის გამოწვევები.

"მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით შიდა აუდიტის პროფესიის განვითარებისა და ორგანიზაციების მმართველობითი პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს", - აღნიშნა სემინარის დასასრულს საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მამუკა ჯიბუტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა