საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და MOTOROLA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მსოფლიო გიგანტ კომპანია MOTOROLA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში ციფრული რადიოკავშირის სისტემის განვითარება იგეგმება. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმოწერისთვის საქართველოში სპეციალურად იმყოფებიან MOTOROLA-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კაე და კომპანიის წარმომადგენლები.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიოკავშირის სისტემის განვითარების ფარგლებში უახლოეს მომვალში MOTOROLA-სგან შეიძენს: 6 ერთეულ საბაზო სადგურს ყველა საჭირო საანტენო და საკაბელო აქსესუარით, 130 სტაციონარულ რადიოსადგურს 20 სამანქანო რადიოსადგურს 830 ხელის რადიოსადგურს, 255 სამხრე მიკროფონს 2 სადისპეტჩერო კონსოლს GSM ქსელთან ინტეგრაციის სისტემას, 10 ერთეულ LTE რადიოსადგურს.

MOTOROLA - სთან კონტრაქტის ფარგლებში ასევე მოხდება სისტემის უზრუნველყოფა ორი წლის ვადით და პერსონალის გადამზადება“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს