კახა ქემოკლიძე - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მკვლელობების მაჩვენებლით და პოლიციური ძალების სანდოობის ხარისხით შსს-ს მნიშვნელოვანი დადებითი მაჩვენებლები აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახა ქემოკლიძემ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სამინისტროს მიმართულებით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები შეაფასა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ქემოკლიძე აცხადებს, რომ „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“, 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ 66-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა.

„სამინისტროსთვის, აღნიშნული კვლევა საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ ის უწყების ინსტიტუციურ პროგრესს აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა მაგალითად ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, მკვლელობების მაჩვენებელი და პოლიციური ძალების სანდოობის ხარისხი. სამივე მიმართულებით სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი დადებითი მაჩვენებლები, რაც თავის მხრივ, უწყების სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინდიკატორია“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს