ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტმა რომ მიმართა პრემიერს, ეს მთელმა საქართველომ ნახა - დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული

ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვს გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებას. მისი თქმით, ის პასუხი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციისგან მოისმინეს, იმდენად არაკომპეტენტურია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ამ ეტაპზე კომენტარსაც ვერ გააკეთებს.

„პრეზიდენტმა რომ მიმართა პრემიერ-მინისტრს, ეს ნახა მთელმა საქართველომ. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ, ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას უგულებელყოს კონსტიტუცია და ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ კონსტიტუციური ფორმატებით. ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვს გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული. ესეც აჩვენებს რამდენად არაადეკვატურად აფასებენ პასუხისმგებლობის მქონე პირები მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელი განცხადების შესაბამისად პრემიერისთვის წერილობით მიმართვას, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა უკვე მიმართა პრემიერს და ეს ნახა მთელმა საქართველომ“.

თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზრუნველვყოფთ, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რითაც მთავრობის სხდომის მოწვევისა და მასზე დასწრების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ არის წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს