ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ: საქართველოს ვიცე -პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსი ბარბაქაძე, "საქართველოს გენერალთა კლუბის" წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერნიან შაპაზი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბონდო მაკარაძე.

მიღებას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA), გერმანული კომპანია „ოტობოკის“, თვალის კლინიკის "ლაიონსების", ორგანიზაცია „ქართული ოცნება- ჯანმრთელი მომავალის“, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრები, უწყების თანამშრომლები და ვეტერანები.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, რომელმაც ვეტერანების სახელით მადლობა გადაუხადა პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს ვეტერანებზე ზრუნვისათვის და მათ წინაშე დააყენა ის პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ ოპერატიულ გადაწყვეტას.

ვეტერანებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს ვიცე -პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კობალაძემ. მათ ასევე შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვეს პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.

ვეტერანების სახელით დამსწრეებს მიმართეს: გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ დოდო გუგეშაშვილმა და ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის“ თავმჯდომარემ ვახტანგ მაჭავარიანმა.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს