ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს დაწინაურება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ცალსახად პოზიტიური სიგნალი და მაჩვენებელია

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი დღეს გამოქვეყნებულ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს დაწინაურებას ეხმაურება. მისი განცხადებით, ინდექსი არ მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას, არამედ ეყრდნობა მეწარმეების გამოკითხვას, მათ მოლოდინებს და განცდას იმის შესახებ, თუ როგორია ბიზნეს გარემო. ეს სიგნალები ძალიან საინტერესოა, რადგან გვაჩვენებს მათ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ.

„თუ ჩვენ შევხედავთ ოთხი ნაწილისგან შემდგარ იდიკატორებს, ისინი გვაჩვენებს, რომ ერთი მხრივ პოზიტიურია დამოკიდებულება ბიზნეს გარემოს მიმართ. მეორე მხრივ, მეწარმეები მნიშვნელოვან პრობლემას ხედავენ ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ბაზრის სიმცირე და ინოვაციების მიმართ დამოკიდებულება. ორივე სიგნალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზე უნდა ააგოს მთავრობამ შესაბამისი პოლიტიკა - როგორ უპასუხოს შემდგომში ამ გამოწვევებს“, - აცხადებს ალექსიშვილი.

მისი თქმით, მთავრობა საკმაოდ პოზიტიურად პასუხობს ბაზრის სიმცირის მიმართ გამოწვევას. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება და ძალიან კარგია, რომ ეს ტენდენცია გრძელდება. მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს უფრო აქტიური საქმიანობა.

„ინოვაციებთან დაკავშირებული გამოწვევა აჩვენებს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და განათლების სისტემის რეფორმირებას, რადგან ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან“,-აცხადებს საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა