რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, თსუ-ში სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ტრენინგი მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სემინარს ორასამდე სტუდენტი და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მათი ინფორმაციით, სემინარი უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გახსნა. სტუდენტებს მიესალმა და შესავალი სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაზე სტუდენტებს ესაუბრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი. კერძოდ, სემინარზე საუბარი შეეხო საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობების შესახებ.

სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა არსებული საკითხების მოგვარებისათვის ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა.

ტრენინგი 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმართება და მასში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები, სტუდენტები და მასმედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო