ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ რეფორმებსა და სამოქალაქო უსაფრთხოების ახალ სიტემას დადებითად აფასებს

ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ რეფორმებსა და საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ახალ სიტემას დადებითად აფასებს, - ამის შესახებ განცხადებები ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მეოთხე სხდომაზე გაკეთდა.

ქვეკომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივა, მოხალისეების სისტემის დანერგვასა და ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირი მზად არის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ტრენინგცენტრის შექმნასა და ადამიანური რესურსების მართვის სიტემის რეფორმირებაში დაეხმაროს.

მათივე ინფორაციით, ქვეკომიტეტის წევრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა შალვა კვინიხიძემ, სამსახურის ინსტიტუციური განვითარების გეგმა გააცნო. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს მომავალში ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატთან (DG ECHO) ერთად 2019 წლის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რის შემდეგაც, მხარეებს შორის 2018 წლის 13 ივლისს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების იმპლემენტაცია დაიწყება.

ბრიუსელში გამართულ სხდომაზე, ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოთქვამენ მზაობას რათა სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის (UCPM) მეშვეობით აქტიურად დაეხმარონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამშრომლების გადამზადებასა და სასწავლო ცენტრის განვითარებაში“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა