მაია ცქიტიშვილი ვეტერანებს - ბევრი გავაკეთეთ კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, თუმცა ვიცით მეტია საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი პატივით მოვეკიდოთ თქვენს დამსახურებას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომ ვეტერანთა სამსახური ცალკე შენობაში და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.

“ჩვენი ისტორიის, მათ შორის უახლესი ისტორიის განმავლობაში, იმდენი კონფლიქტი გამოვიარეთ, რომ 70 ათას ვეტერანამდე გვყავს საქართველოში. ისეთი მასშტაბისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან ბევრია. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ 70 ათასმა ადამიანმა გამოიარა ომი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები. სახელმწიფოს ვალია და გაცნობიერებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია თქვენს წინაშე.

მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ გავაკეთეთ კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ეს ეხება ჯანდაცვის სფეროში გაზრდილ დაფინანსებას, ვეტერანთა ოჯახებისთვის გაზრდილ შესაძლებლობებს განათლების სფეროში, ბევრი სხვა სოციალური საკითხიც გადაწყდა, თუმცა ვიცით მეტია საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი პატივით მოვეკიდოთ თქვენს დამსახურებას. მუდმივად გვაქვს საუბარი ვეტერანებთან, მათ შორის მათთან, ვინც დღეს ხელისუფლებაში, პარლამენტშია, მათი შესაძლებლობების, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების უკეთ გამოყენების შესახებ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა