ანრი ოხანაშვილი - თუკი ჩნდება შეკითხვები, მაშინ ლოგიკურად უნდა გაჩნდეს კითხვა, რატომ შედის ბატონი ბოკერია მერაბიშვილის მოსანახულებლად და რატომ შედიოდა ელენე ხოშტარია უგულავას მოსანახულებლად

„პარლამენტის თავმჯდომარე არ არის მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა მოითხოვოს ინფორმაცია, თუ რატომ შედის კონკრეტული პარლამენტის წევრი კონკრეტული პირის მოსანახულებლად” - აცხადებს უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, ეს არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი, რომ პარლამენტის წევრს ნებისმიერ დროს აქვს პენიტენციური დაწესებულების მონახულების შესაძლებლობა.

„საქართველოს პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს კონსტიტუციური უფლება ნებისმიერ დროს, თავისუფლად შევიდეს ნებისმიერ საჯარო, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ შორის უქმე დღეს, ნებისმიერ საათზე, ასე რომ ეს არის წყლის ნაყვა. ეს უფლება გამოიყენა ბატონმა ვიქტორ ჯაფარიძემ და ლეგიტიმურად დააკმაყოფილა პარლამენტის თავმჯდომარემ”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე ნებართვების გაცემის 100 %-იანი სტატისტიკა აქვს. „მხოლოდ წელს 66-ჯერ მიმართეს და ნებართვის გაცემა ან იმავე, ან მაქსიმუმ მეორე დღეს დაკმაყოფილდა, თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობდა. მან დააკმაყოფილა ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნა, შესულიყვნენ დაწესებულებაში, ასევე დააკმაყოფილა ვიქტორ ჯაფარიძის მოთხოვნა ისე, რომ არ მოუთხოვია, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, დასაბუთება, თუ რატომ უნდა შესულიყო კონკრეტულ პირთან”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტის არც ერთ წევრს არ უნდა შეეზღუდოს უფლება გადაადგილდეს თავისუფლად, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში.

„თუკი აქ ჩნდება შეკითხვები მაშინ ლოგიკურად უნდა გაჩნდეს, რატომ შედის ბატონი ბოკერია მერაბიშვილის მოსანახულებლად, რატომ შედიოდა ელენე ხოშტარია უგულავას მოსანახულებლად. გუშინაც დაადასტურა ქალბატონმა ელენემ, რომ არაერთხელ უსარგებლია ამ უფლებით ყოველგვარი შეფერხების გარეშე, რატომ ჩნდება კითხვები, თუკი პარლამენტის წევრი იყენებს მის კონსტიტუციურ უფლებას და თუკი ვინმეს უჩნდება რაიმე კითხვა, მაშინ სამართლებრივად და სამართლიანად უნდა გაუჩნდეს ამ შემთხვევაშიც და თუკი არ უჩნდება, მაშინ ადგილი აქვს მიკერძოებას, ვიწროპარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს და სპეკულაციას“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა