ლალი მოროშკინა - როდესაც ციხეში სამი მამაკაცი შედის და იქიდან ჩანაწერი გამოდის, ესე იგი ერთ-ერთის გამოტანილია

როდესაც ციხეში სამი მამაკაცი შედის და იქიდან ჩანაწერი გამოდის, ესე იგი ერთ-ერთის გამოტანილია, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

“მე ხელს არავის ვადებ. ჩვენ პროკურატურასთან ერთად ციხეები გავწმინდეთ, როცა ყველაფერი დაკამერებული იყო და პირადი მონახულების ოთახებსა და ცოლ-ქმარსაც უღებდნენ პაემნის დროს. ესეიგი ერთ-ერთის გამოტანილია. არ ვიცი, რის ფასად“, - განაცხადა მორიშკინამ. მან აქვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების გამოტანის საქმეში თავად მირზა სუბელიანს გამორიცხავს.

ბრალდებულ მირზა სუბელიანთან დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი საუბრობენ.