სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ისტორიულ გალავანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაში, მერია უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე პაატა ნოზაძემ, ჯარიმის სახით 12 000 ლარის გადახდა მხოლოდ კომპანია "ინსტალ+"-ს დააკისრა.
რაც შეეხება სიღნაღიას მერიას, მოსამართლემ ამ ნაწილში წარმოება შეწყვიტა.
შეგახსენებთ,რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ,ისტორიული გალავანში რეაბილიტაცის პროექტის შეუთანხმებლობის გამო, სიღნაღის მერია და კომპანია "ინსტალ +" დააჯარიმა, რომელიც გალავნის თაღზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა.