ირაკლი ხახუბია - სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, ასევე აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით

სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, ასევე აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხახუბიამ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ფოთელებისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქალაქში ნიკო ნიკოლაძეობა აღინიშნება. სასიხარულოა, რომ სწორედ დღეს, ჩვენთან ერთად, ქალბატონი სალომე ბრძანდება. ქალბატონი სალომე, მოგეხსენებათ, დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია. იმ ადამიანის შთამომავალი, რომელმაც გაანათა ჩვენი ქალაქი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პირველი ნათურა საქართველოში აინთო ქალაქ ფოთში. ეს იყო დიდი ნიკო ნიკოლაძის დამსახურება. მის სახელთანაა ასევე დაკავშირებული ფოთის პორტი, რკინიგზა. მისი 18 წლიანი მერობის განმავლობაში გაშენდა ეს ქალაქი, რომელიც იყო ჭაობიანი. ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით აისახა ასეთი პატარა, ლამაზი ქალაქი მსოფლიო რუკაზე. რაც შეეხება თავად ქალბატონ სალომეს, იგი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას“, - განაცხადა ხახუბიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა