„რუსთავი 2“  მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

„რუსთავი 2“ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და „თბილისის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობენ. ტელეკომპანიის მტკიცებით, აუდიოფაილიდან დგინდება, რომ „ქართული თამბაქოს" ბიზნესიდან წილი, პარტია „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო.

„ირაკლი ჩუბინიშვილი - სამი დირექტორი რა, ხო მასე ითქვა, მთავარი დირექტორი "ომეგა," ფინანსური დირექტორი, მე ფონდს ვეძახი, ფონდი და ჩვენ დაუშვათ, კომერციული;

ზაზა ოქუაშვილი - ფონდი ეს საინვესტიციო ფონდი ხომ არ არისო, ვეკითხებოდი? და არაო, დავიბენი (იცინიან);

ვანო ჩხარტიშვილი - საგანელიძე მიაწერე (იცინის);

ზაზა ოქუაშვილი - ა, უფ კარგი იქნება;

ირაკლი ჩუბინიშვილი-"თბილისის თამბაქო," ეს გეუბნება, რა უნდა გამოუშვას, რამდენი უნდა გაყიდოს ამიტომ აქ სამივეს წარმომადგენელი არის და ეს დაპროგრამირდება, ის ამდენი, ეს ამდენი და ერთი ორგანიზაცია გაიყვანს ქსელში და უზრუნველყოფს ფულის ამოღებას და მერე წარმოებისთვის გადახდას. ეხლა, პირველ ეტაპზე, მე ესე ვფიქრობ, რა აი აქ შუაში არა ფიზიკური, მაგრამ იურიდიული პირების დატოვება შეიძლება გახდეს აუცილებელი. ჩვენი დისტრიბუციის, იურიდიული პირის და ო.ჯ.თ-საც შეილება დაჭირდეს არ ვიცი როგორი სტრუქტურაა, იმიტომ, რომ გარდამავალი ნაშთებიდან ფული რომ ამოვა, ეს ისეთი რაღაცებია, ბუღალტრულად აქედან აქ უნდა მოვიდეს და იქიდან აქ უნდა მოვიდეს ანუ ფიზიკურად ეს არ იარსებებს როგორც სტრუქტურა, მაგრამ დოკუმენტები, რაღაც პერიოდი სანამ, სანამ ეს დასახულ, დასახულ დონემდე არ მივა, ეს დაგვჭირდება. ჩვენ აქ საკრედიტო ხაზი გვაქვს და ბანკთან დაგვჭირდება იმის გარკვევა, რომ ეს სტრუქტურა არ დაიშალოს რა;

ვანო ჩხარტიშვილი - გასაგებია, ზაზა საკრედიტო ხაზები გააქვს თქვენ ბანკებთან გახსნილი თუ როგორია საბრუნავი სახსრები;

ზაზა ოქუაშვილი - გვაქვს, საკრედიტო ხაზებია, ჩვენს თანხასაც, ხომ საშუალებები არის;

ვანო ჩხარტიშვილი - გასაგებია;

ირაკლი ჩუბინიშვილი - მერე საწარმოო პროცესიც სანახავი იქნება, სად შეიძლება.“

იხილეთ ვიდეო: ვრცელდება მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი ფიგურირებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა