KPMG Georgia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

2018 წლის ოქტომბრიდან KPMG Georgia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, კახა რუხაძე უხელმძღვანელებს; კახა 2007 წლიდან მუშაობს KPMG-ში და ამ წლების მანძილზე მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებასა და ზრდაში, ის ყოველთვის ორიენტირებული იყო გუნდის სამართლიან და ეფექტურ მართვაზე, ინტელექტუალური კაპიტალის განვითარებაზე, კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებასა და საქართველოში საგადასახადო პრაქტიკის განვითარებაზე.

კახა რუხაძემ ეს საპასუხისმგებლო ფუნქცია, მისი წინამორბედისგან, ენდრიუ კოქსშელისგან გადმოიბარა, რომელიც 12 წელი წარმატებით მართავდა KPMG Georgia-ს - სანდო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კომპანიას აუდიტორული, საგადასახადო, იურიდიული თუ საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით. ენდრიუ კოქსშელი ხაზგასმით აღნიშნავს კახა რუხაძის მიღწევებსა და ლიდერობის გამორჩეულ უნარს: „ჩვენი კომპანია ვერ მიაღწევდა ასეთ წარმატებას, რომ არა კახას პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება, ის საუკეთესო არჩევანია KPMG Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე“.

კახა რუხაძე თავის მხრივ აღნიშნავს, რომ KPMG Georgia, როგორც ყოველთვის, ასევე მომავალშიც, იქნება ორიენტირებული მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, რასაც კომპანიის ფასეულობები და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები განაპირობებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს